ისტორიული ძეგლი, სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი: ხორბალო). მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 420 მეტრი, ახმეტიდან 8 კილომეტრი. სოფელში არის კახეთის მეფე ლევანის (1520-1574 წწ.) აგურით ნაშენი სასახლე „ცხრაკარა“. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3306 ადამიანი. სოფელში დგას დიდი სამამულო ომის გმირების მემორიალი და იოსებ სტალინის ძეგლი.
istoria
ალვანი (ალონი) სოფლების ზემო და ქვემო ალვანის ძველი სახელწოდებაა. მოსახლეობა აქ ადრევე დასახლებულა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ალვანი სანადირო ადგილებით ყოფილა განთქმული. XVI საუკუნეში კახეთის მეფეს – ლევანს (1520-1574 წწ.) იგი თუშებისათვის უწყალობები, 1757 წელს თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის წყალობის სიგელის მიხედვით, თუშები აქ მხოლოდ საძოვრებს იყენებდნენ. XIX საუკუნეში კი მუდმივად დამკვიდრებულან.
istoria
|